თამარ თორაძე, რომელსაც 1992 წელს ოჯახის წევრები დაუხოცეს ბიზნესმენ ლევან კაჭარავას იგივე „ტილიკას“ მკვლელობას ეხმაურება.
„ერთით ნაკლები ტილით სამყარო, რა ლამაზი დღეა!
ბოროტების ერთ-ერთი სახელად ტილიკა ჩაატილიკეს“, – წერს თამუნა თორაძე
როგორც თამუნა წერს რურუა და ლევან კაჭარავა ბიზნესებამდეც ძმაკააცები და პაძელნიკები იყვნენ…
გავრცელებული ინფორმაციით 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.
მკვლელობას თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.
თამუნა თორაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მონაწილე სავარაუდოდ ბიზნესმენი ლევან კაჭარავაც იყო.
Post Views: 2,314