“ხალხო, რატომ კადრულობთ ამას ? კესარიას დედამ გთხოვათ ყველას რომ…” – რა მიმართვას ავრცელებს თაია ჭიჭინაძე ?

“ხალხო, რატომ კადრულობთ ამას ? კესარიას დედამ გთხოვათ ყველას რომ…” – რა მიმართვას ავრცელებს თაია ჭიჭინაძე ?

„პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, თაია ჭიჭინაძე მისი მეგობრის მოკლული კესარია აბრამიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

თაიას თქმით, კესარიას დედამ ყველას სთხოვა დაკრძალვაზე ფოტოები არ გადაეღოთ, თუმცა ხალხმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

„მესმის, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მაგრამ ხალხო, რატომ კადრულობთ მიცვალებულის ფოტოების ფრიალს მაშინ, როდესაც შვილმკვდარმა დედამ გთხოვათ ყველას, რომ არ გადაგეღოთ…იმ ადამიანებს გვეცით პატივი, ვისაც გვიჭირს კესარიას ამ მდგომარეობაში ყურება“ – წერს თაია ჭიჭინაძე.

Leave a Comment