“ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ… რა გავაკეთო, მომხედეთ გთხოვთ, რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი… მანქანას გაუტანია“ – რას წერს ტიკ-ტოკერი მარის ახლობელი და რა მოიმოქმედა მძღოლმა საზარელი შემთხვევის შემდეგ

სოციალურ ქსელში პოპულარული, ცნობილი ტიკტოკერი, თელაველი მარი – ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

„მეგობრებო მარიმ დაგვტოვა, ვერ ვაზროვნებ ძალიან ცუდად ვარ.

რა გავაკეთო მომხედეთ გთხოვთ რეფერალურში ვარ აქ ჰყავთ მარი.

ვის მივაკითხო არ ვიცი, მანქანას გაუტანია“ – წერს სოციალურ ქსელში დინა ნაწიფაშვილი და მარისთან ერთად გადაღებულ ვიდეოს უზიარებს საზოგადოებას.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Leave a Comment