საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ FIFA-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
“კვარამ“ ბევრ თემაზე ისაუბრა მათ შორის შვილზე.
FIFA: “რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შენს შვილს ასწავლი?“
“პირველ რიგში, მინდა, ვასწავლო, რომ ძლიერი იყოს. ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. საჭიროა იპოვო გზები, რომლებითაც მათ გადალახავ და როცა დაეცემი, წამოდგომის ძალა უნდა გქონდეს. მინდა, მან ყველა დაბრკოლება გადალახოს და თითოეულ გამოწვევასთან მიმართებით, რომელსაც ცხოვრება მოუწყობს, შეუპოვრობა გამოიჩინოს. სხვა კონკრეტული რჩევა ჯერ არ მაქვს“.
FIFA: “ახლახან მამა გახდი და პირველი შვილი შეგეძინა. რა შეგრძნებაა?“
“ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და უეცრად, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომელსაც მამობა ჰქვია. ჩემი შვილის დაბადებამ ძალიან გამაბედნიერა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, ასეთ ბედნიერებას ყველა ადამიანი გამოცდის“
წყარო: tia.ge