CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
მათი გამოთვლებით, „ნაპოლის“ ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა და მისი რეალური სატრანსფერო ღირებულება 67-დან 84 მილიონ ევრომდე მერყეობს.
ამ მაჩვენებლით კვარას სერია ა-ში მხოლოდ ორი ფეხბურთელი უსწრებს და ორივე მათგანი მილანურ კლუბებს წარმოადგენს.
ესენი კი არიან ლაუტარო მარტინესი და რაფაელ ლეაუ.
Post Views: 474