ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლეჩეს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი ჯოვანი დი ლორენცოს ანგარიშზეა.
ანტონიო კონტემ ქართველი დაასვენა და კვარაცხელია მხოლოდ მეორე ტაიმში ჩართო თამაშში.
10-ქულიანი სისტემით კვარაცხელიამ სტატისტიკური გვერდისგან 6.3 ქულა დაიმსახურა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის კაპიტანი, დი ლორენცო გახდა. იტალიელმა 8.3 ქულა მიიღო.
Post Views: 2,145