ნეაპოლური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი ქართველი ფეხბურთელის გარემოცვის მოთხოვნას დათანხმდა და მზად არის კვარას წელიწადში 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა ეს თანხა ბონუსების ჩათვლით იგულისხმება.
მხარეები მხოლოდ გამოსასყიდ თანხაზე ვერ თანხმდებიან.
კვარაცხელიას და მის აგენტს სურთ ახალ კონტრაქტში 80 მილიონი ევრო იყოს ქართველის გამოსასყიდი თანხა, ნაპოლის პრეზიდენტს კი ამაზე გაცილებით მეტი სურს.
მოლაპარაკებები გრძელდება და ამჯერად უკვე გამოსასყიდი თანხის ოდენობაზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები.
Post Views: 914