მილანის ინტერთან მატჩის შემდეგ ნაპოლის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უკმაყოფილება არ დამალა.
„რა მაწუხებს? მეუბნებიან, რომ არარსებულ პენალტიზე VAR-ი ვერ ჩაერევა და თუ შეცდომაა, უნდა ჩაერიოს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დასანიშნ პენალტებსაც არ აქცევენ ყურადღებას…
მაგალითად კვარაცხელიას ეპიზოდს მოვიყვან, რომელიც რამდენიმე ტურის წინ მოხდა… ეს აშკარა პენალტი იყო, როდესაც ხელი უბიძგეს და წააქციეს. აშკარა პენალტი იყო, მაგრამ VAR-ი საქმეში არ ჩართულა.
საბოლოოდ, ყველაფერი მსაჯმა გადაწყვიტა… ეს უნდა გამოსწორდეს. როდესაც რამე საკამათო იქნება, მსაჯს მონიტორისკენ უნდა დაუძახოთ და თუ შემდეგ დაადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, მე პირველი ვიქნები, რომელიც მას დაიცავს“. – ამბობს კონტე
Post Views: 6,413