ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მოედანზე 67 წუთი გაატარა.
ანტონიო კონტემ კვარაცხელიას ნაადრევად ცვლილების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ ვარ, კვარას ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჰქონდა. ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა.
მე ყოველთვის გუნდის ინტერესებით მოვქმედებ, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ და მისი გაყვანაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. გვჭირდება, რომ კუნთოვანი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ასეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ.” – ამბობს კონტე.
Post Views: 304