ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგრესიული კრიტიკით განსაკუთრებით კვლავ გამოირჩევა ცენტრალური ნეაპოლური გამოცემა Il Mattino, რომლის ჟურნალისტმა პინო ტიორმინამ დღეს ქართველზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.
ავტორი კვარაცხელიას ლამის დამნაშავედ აცხადებს და ვარაუდობს (შესაძლოა, პირად სურვილს გამოხატავს ან სარედაქციო დავალებას ასრულებს), რომ არაა გამორიცხული დასაჯონ და „ტორინოსთან“ მატჩში სასტარტოში არ დააყენონ, რისი მიზეზიც “რომასთან” არადამაკმაყოფილებელი თამაში და შეცვლისას უკმაყოფილების გამოხატვაა, რამეთუ , როგორც წერს, მოედნიდან გასვლისას, გაბრაზებული არც თანაგუნდელებს დაემშვიდობა, არც მის ნაცვლად შეცვლაზე შესულ დავიდ ნერესს მიესალმა და სათადარიგოთა სკამზე მარტო იჯდა.
Post Views: 361