ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტორინოსთან კარგი მატჩი ჩაატარა.
ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე 80 წუთი გაატარა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
ხვიჩას ზუსტი გადაცემა გოლად სკოტ მაკტომინეიმ გარდაქმნა.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარას თამაში 7.5 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
კვარაცხელიას წინააღმდეგ 4-კერ დაირღვა თამაშის წესი და ამასთანავე ქართველმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს 2 ყვითელი ბარათი მიაღებინა.
Post Views: 2,939