კატალონიური გამოცემა Sport-ი წერს, რომ კვარას ამჟამინდელი ხელფასი (1,5 მილიონი ევრო) „ბარსელონას“ მნიშვნელოვნად გაუადვილებს მოლაპარაკებების წარმართვას.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას შედეგიანობამ ცოტათი იკლო, თუმცა ესპანურ გრანდში სჯერათ რომ ხვიჩას დიდი პოტენციალი აქვს და მომატებას კვლავ შეძლებს.
იტალიურ და ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” მზადაა ქართველ ვარსკვლავს წლიურად 8-9 მილიონი ევრო გადაუხადოს ხელფასის სახით.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი და ხვიჩა ამ დრომდე ვერ თანხმდებიან კონტრაქტის დეტალებზე.
Post Views: 2,062