ნაპოლისა და უდინეზეს მატჩის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც კვარაცხელია თუ ნერეში – ამ კითხვას უპასუხა.
„დავიდს ხშირად „კვარას“ და პოლიტანოს ვამჯობინებდი. მან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა დაიმსახურა და ეს ყველასათვის გაფრთხილება უნდა იყოს. ეს ბიჭი ბევრს ვარჯიშობდა, გაიუმჯობესა ფიზიკური მომზადება და დაცვასაც ეხმარებოდა. ჩენს გუნდში წინასწარ განსაზღვრული არაფერია. მომავალში ითამაშებს ის, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება და ამას დაიმსახურებს. თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ყველას აქვს“. – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ტრავმის გამო ჯერ-ჯერობით ვერ თამაშობს.
Post Views: 5,305