საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოედანს შესაძლოა, ვადაზე ადრე დაუბრუნდეს.
„ღამურებმა“ საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ვარჯიში ჩაატარეს, რომელშიც გიორგი მამარდაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. კლუბის მიერ გავრცელებული ფოტოებით ჩანს, რომ ქართველმა მეკარემ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრავმა მოირჩინა და აღდგენითი პროცესიც დაიწყო.
დიდი ალბათობით მამარდაშვილი სრულ მზადყოფნაში 2025 წლის 3 იანვრისთვის იქნება, როდესაც “ვალენსია” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.
Post Views: 2,294