მოგეხსენებათ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და მის ნაცვლად ნაპოლიში ძირითად შემადგენლობაში დავიდ ნერეში ასპარეზობს.
ნერეში “უდინეზესთან” მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
ბრაზილიელმა გარემარბმა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამაც დაუკომენტარა და მისი ასპარეზობა დადებითათ შეაფასა.
იტალიურმა მედიამ კვარაცხელიას ეს საქციელი მოუწონა და დაწერეს, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ხვიჩამ თანაგუნდელის მიმართ პატივისცემა გამოხატა და კარგი მატჩი დაუფასა. ქართველის ეს საქციელი კი მართლაც დასაფასებელია.
როგორც იცით, ნაპოლის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის რომელი იმსახურებს ძირითადში ასპარეზობას ნერეში თუ კვარაცხელია.
ნახეთ ფოტო.
Post Views: 16,010