CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ დაასახელა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. CIES-მა 10 მოთამაშე გამოარჩია და რეიტინგის შესადგენად საკუთარი მეთოდოლოგია გამოიყენა.
„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-ში იმყოფება და „კვარა“ მე-6 პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ათეულში ისევ ვარსკვლავს უსწრებს, როგორიც “ინტერის” ლიდერი ლაუტარო მარტინესია.
Post Views: 1,454