Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა და ცვლილებები ქართველებსაც შეეხოთ. ხვიჩა კვარაცხელიასა და საბა გოგლიჩიძის ფასმა მოიმატა, საბა საზონოვის ღირებულება კი შემცირდა.
„კვარას“ ფასი 80 მილიონი ევროდან 85-მდე ავიდა. ხვიჩამ ნიკოლო ბარელა ჩამოიტოვა და სერია A-ში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ქართველი გარემარბი მხოლოდ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება, რომელიც Transfermarkt-ზე 100 მილიონი ევრო ღირს.
პროგრესი აქვს საბა გოგლიჩიძეს. 20 წლის ქართველი მცველი შესანიშნავად გამოიყურება და მისი სატრანსფერო ფასი 3 მილიონი ევროთი, 5-დან 8-მდე გაიზარდა.
საზონოვის ღირებულება 2.8 მილიონი ევროდან, 2.5-მდე შემცირდა, რაც გასაგებიცაა. ქართველ უკანახაზელს ტრავმა აწუხებს და სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.
წყარო : Crystalsport