ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა ერიკო პორციომ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა და ქართველის ნაპოლის შესაძლო დატოვებაზე კომენტარი გააკეთა.
“ასე როგორ შეიძლება? ზოგადად მსგავსი რამ პირველად გავიგე, გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, სკუდეტოსთვის იბრძვის, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფეხბურთელი კი იანვარში ტრანსფერს ითხოვს, ამის ნამდვილი მიზეზი ფულია.
რა თქმა უნდა, “კვარა” პატიმარი არ არის და უფლება აქვს სადაც თამაში სურს, იქ წავიდეს. თუმცა ასეთ დროს თანაგუნდელებზე, ქალაქზე და გულშემატკივრებზეც უნდა ვიფიქროთ.
კონტე ქართველის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია? ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ”, – განაცხადა პორციომ.
Post Views: 778