ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში უახლოეს მომავალში გადასვლის შესახებ ინფორმაციებს ყველა წამყვანი ევროპული სპორტული გამოცემა ავრცელებს.
სატრანსფერო ექსპერტის ნიკოლო სკირას ცნობით, დე ლაურენტისი „კვარას“ 80 მილიონზე ნაკლებად არ დათმობს, ხოლო პსჟ ქართველს 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებს – წლიური ხელფასი 9+2 მილიონი.
“კვარას” ამჟამინდელი ანაზღაურება 1.6 მილიონია და პარიზულ კლუბში შეეძლება 11 მილიონამდე გამოიმუშავოს.
Post Views: 965