საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა.
კვარაცხელია მთელი მატჩის მანძილზე აქტიური იყო და “რეიმსის” მცველებს პრობლემებს უქმნიდა.
სწორედ ხვიჩას აქტიურობის წყალობით მოახერხა გუნდმა გოლის გატანა, როდესაც კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გაუკეთა უსმან დემბელეს.
სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა ქართველი ვარსკვლავის თამაში 6.9 ქულით შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ კვარაცხელია მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს შეცვალა და ქართველი რამდენიმე პოზიციაზე ათამაშა.
შეცვლამდე კვარაცხელიამ ფორვარდის როლიც მოირგო, მისი პოზიცია კი ბარკოლაც დაიკავა.
პარი სენ-ჟერმენისა და რეიმსის მატჩი საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა.
Post Views: 10,169