ხვიჩა 58 წუთი ათამაშეს – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ 10-ქულიანი სისტემით ბრესტის წინააღმდეგ ?

ხვიჩა 58 წუთი ათამაშეს – რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ 10-ქულიანი სისტემით ბრესტის წინააღმდეგ ?

ხვიჩა კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენის რიგებში მეორე მატჩი ჩაატარა.

კვარაცხელია პირველ ტაიმში “ბრესტის” წინააღმდეგ აქტიური იყო, მეორეში კი ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი მალევე, 58-ე წუთზე გაიყვანა.

კვარაცხელიამ კარის ჩარჩოში ერთხელ დაარტყა ზუსტად, ორჯერ კი კარს ააცილა ბურთი.

კვარა ბურთს 43-ჯერ შეეხო და 26-დან 22 გადაცემა ზუსტად შეასრულა. მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ, ერთხელ კი თავად დაარღვია თამაშის წესები.

სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 10-დან 6.4 ქულით შეაფასა.

“პსჟ”-მ საბოლოოდ 2:5 გაიმარჯვა. სამი გოლი დემბელემ გაიტანა, ორი კი გონსალო რამუშმა.

Leave a Comment