პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ვიტინია ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო გოლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს და ამბობს რომ კვარას პირველი გოლით ყველა ბედნიერია.
„ბედნიერი ვართ, რომ ხვიჩამ თავისი პირველი გოლი გაიტანა. ეს მას გაათავისუფლებს. მარტივი არაა, სეზონის შუა ნაწილში სხვა ქვეყნიდან ჩამოხვიდე. გუნდს ძალიან კარგად შეეწყო და თავისუფლება მივეცით, რათა თავი კომფორტულად იგრძნოს. იმედი მაქვს, ეს გოლი ბოლომდე გაათავისუფლებს და უკვე ძალიან გვეხმარება“. – ამბობს ვიტინია.
Post Views: 3,862