ამიტომ შევიძინეთ კვარაცხელია – ლუის ენრიკე ასახელებს მიზეზს თუ რატომ იყიდა გუნდმა ხვიჩა

რას ამბობს კვარაცხელია ლივერპულის კარში მის არჩათვლილ გოლზე – “სევდიანი ვიყავი თუმცა…”

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ ჟერმენმა ლივერპულს უმასპინძლა და უდიდესი უპირატესობის ფონზე 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია Canal + ესაუბრა.

„გოლის გაუქმების გამო, რა თქმა უნდა, სევდიანი ვიყავი, მაგრამ ეს ფეხბურთია. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და კარგი შედეგი, როგორც ჩემთვის, ასევე გუნდისთვის აუცილებლად მოვა.

ლივერპულთან ენფილდზე რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვკონცენტრირდეთ. იგივე ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და გოლი გავიტანოთ.

დღეს გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. დღეს უკეთესს ვიმსახურებდით. ვაჩვენეთ, რომ უკეთესი გუნდი ვიყავით. გამარჯვება დავიმსახურეთ. წინ საპასუხო მატჩი გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.“

წყარო : Crystalsport.ge

Leave a Comment