პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპული პენალტების სერიაში დამაარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა,
ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულის წინააღმდეგ განმეორებით მატჩშიც ბრწყინვალე თამაში შემოგვთავაზა და პსჟ-ს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შეტევითი უნარების გარდა, კვარა დაცვაშიც საოცრად გამოიყურებოდა და ერთ ეპიზოდში გუნდი 100%-იან გოლსაც გადაარჩინა.
კვარამ ასევე რამდენიმე ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელებს, თუმცა მათ ეს მომენტები ვერ გამოიყენეს.
ქართველმა ვარსკვლავმა მოედანზე დამატებითი დროის ჩათვლით 101 წუთი გაატარა და სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.8 ქულით შეაფასა.
Post Views: 1,898