ლუის ენრიკემ ლივერპულის დამარცხების შემდეგ Canal+-თან კომენტარი გააკეთა.
„არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვანახეთ ჩვენი დონე ნამდვილი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, ეს იყო ძალიან კარგი მატჩი და ძალიან ვამაყობთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ.
ვაჩვენეთ, რომ გვიყვარს ფეხბურთის თამაში, სტადიონისა და ატმოსფეროს მიუხედავად. ძალიან სასიამოვნოა, ასეთი გუნდის ყოლა. ჩვენი მაქსიმუმი? ეს მხოლოდ დასაწყისია. განწყობილი ვართ, ვიყოთ უკეთესები. ძალიან რთული მატჩი იყო, „ლივერპული“ ძალიან კარგი გუნდია.
რთული იყო ბურთის დაჭერა, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტის, ხასიათისა და განსაკუთრებით, დონარუმას წყალობით, ამ მატჩის მოგება შევძელით“, – თქვა ლუის ენრიკემ.
წყარო : Crystalsport.ge
Post Views: 12,711