ოსიმენის საგა სრულდება – ცნობილია სად გადადის ნიგერიელი ფორვარდი

ნეაპოლში ხვიჩა და ოსიმენი ძალიან ენატრებათ – რას წერენ იტალიური გამოცემები ქართველი ვარსკვლავის შესახებ ?

ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ვერ მოიგო.

ამჯერად ნეაპოლელებმა “ვენეციასთან” ნულოვანი ფრე ითამაშეს და გუნდს შეტევაში აშკარად პრობლემები აქვს.

La Gazzetta dello Sport წერს : “არც რასპადორია კვარაცხელია და არც ლუკაკუა ოსიმენი. ნაპოლი უნაყოფოა”

ადგილობრივი ნეაპოლური გამოცემები კი ხშირად დებენ ოსიმენისა და კვარაცხელიას სხვადასხვა მომენტებს, თუ როგორი ბედნიერები არიან თავიანთ ახალ კლუბებში და როგორ წარმატებას აღწევენ.

თავად ნეაპოლელი ქომაგები კომენტარებში გუნდის ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ, რომ კვარასა და ოსიმენის შემცვლელები აქამდე ვერ მოიყვანეს და გუნდს პრობლემები აქვს.

“კვარა და ოსი გვენატრება, იდეალური ნაპოლი დაშალეთ” – წერენ კომენტარებს ქომაგები.

Leave a Comment