„ვინც იპოვის, მადლობის ნიშნად 10 000 ლარს გადავცემთ“ – ოჯახი 48 წლის მამაკაცის ცხედრის მოძებნაში საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

„ვინც იპოვის, მადლობის ნიშნად 10 000 ლარს გადავცემთ“ – ოჯახი 48 წლის მამაკაცის ცხედრის მოძებნაში საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს

ავთანდილ ბოდოკიას ოჯახო სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, 48 წლის მა­მა­კა­ცი, ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს, ვარ­ცი­ხის ჰეს­ში, 10 მეტ­რის სიღ­რმის წყალ­ში გა­და­ვარ­და, შემ­თხვე­ვი­დან 3 სა­ათ­ში, ჰე­სის ტე­რი­ტო­რია ფსკე­რამ­დე და­აშ­რეს, თუმ­ცა ცხე­და­რი არ­სად აღ­მოჩ­ნდა.

ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ცხედ­რის ძებ­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც გა­ნაგ­რძო­ბენ. ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ მას, ვინც ცხე­დარს იპო­ვის, ოჯა­ხი მად­ლო­ბის ნიშ­ნად 10 000 ლარს გა­დას­ცემს.

მზი­ან, მაგ­რამ თოვ­ლი­ან და სუს­ხი­ან დი­ლას, ღი­მილ­ნა­რე­ვი სა­ხით სახ­ლი­დან გა­ვი­და და მალე მო­ვა­ლო, მი­თხრა. როცა სახ­ლში მოს­ვლა და­აგ­ვი­ან­და, მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გე, ყო­ვე­ლი გა­სუ­ლი წუთი სა­უ­კუ­ნოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, ფიქ­რებ­ში ვი­მე­ო­რებ­დი, კარ­გად არის, ალ­ბათ სად­მე შე­ი­ა­რა­თქო. სახ­ლე­ბი­დან მე­ზობ­ლე­ბის მან­ქა­ნე­ბით სწრა­ფად გას­ვლამ და გზად ჩაქ­რო­ლილ­მა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნებ­მა შფოთ­ვა უფრო გა­მიმწვა­ვა.

მა­ლე­ვე გვი­თხრეს, მან­ქა­ნა ვნა­ხეთ… ათუ­ლი შიგ არ ზის, თოვ­ლის ნაკ­ვა­ლე­ვი მდი­ნა­რეს­თან, მო­ა­ჯირ­ზე ადის და იქ წყდე­ბაო.

ერთ თვე­ზე მე­ტია ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბი, ვე­ლო­დე­ბი ისევ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით, სულ სხვა­ნა­ი­რი მო­ნატ­რე­ბით, ისე­თი მო­ნატ­რე­ბით, რომ ლა­მის გულ­მა შე­წყვი­ტოს ფეთ­ქვა.დავ­კარ­გე სა­უ­კე­თე­სო მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი, კარ­გი შვი­ლე­ბის მამა”, – ამ­ბობს ავ­თან­დილ ბო­დო­კი­ას მე­უღ­ლე.

Leave a Comment