იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს

იტალიაში, ქართველი მომვლელი, მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს

ჟურნალისტი და იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იტალიაში, ქართველი მომვლელი მოხუცის ოჯახის წევრებმა სცემეს.

„იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ქარათველ “ბადანტეს” მოხუცის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის მიზეზი, (რომელსაც ნაცემი ქართველი “ბადანტე” ფაქტებით ადასტურებს) კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნა იყო.
როგორც დაზარალებული მიყვება, ოჯახმა, მას შემდეგ რაც მოხუცი და ქართველი “ბადანტე” საავადმყოფოდან დაბრუნდნენ, მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა, – აღარ გვჭირდებიო, რაზედაც “ბადანტემ” უპასუხა, რომ კანონით მისთვის 2-კვირიანი ვადა უნდა მიეცათ და ასევე გადაეხადა ხელფასი, რის გამოც ოთახში ჩაკეტეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იმ მომენტისთვის მოხუცის სახლში შემთხვევით, მოხუცის ძმა მივიდა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო. გაუთვალისწინებელი სტუმრის მისვილისას ქართველმა ქალმა დრო იხელთა და სახლიდან გაიქცა. პირდაპირ კარაბინიერებს მიაკითხა და განაცხადა მომხდარის შესახებ.

საქმის მიმართ გამოძიება დაიწყო. როგორ განვითარდება მოვლენები, იმასაც მოგიყვებით.გამძლეობას და მხნეობას გისურვებთ ყველას!“, – წერს ხათუნა შარაძე.

Leave a Comment