„სენტ-ეტიენის“ ქართველ ფეხბურთელს, ზურიკო დავითაშვილს მსურველი გამოუჩნდა. „მწვანეების“ გარემარბით თურქული კლუბი დაინტერესდა და ზურიკო „ბეშიქთაშის“ ყურადღების ცენტრში მოექცა.
თურქული გამოცემების, Aspor-ისა და Takvim-ის ინფორმაციით, „შავ-თეთრები“ დავითაშვილს თვალს აქტიურად ადევნებენ. „ბეშიქთაშის“ მიზანია, დავითაშვილი ახალი სეზონის დაწყებამდე დაიმატონ და მას და „სენტ-ეტიენს“ ზაფხულში დაუკავშირდებიან.
“ტრანსფერმარკტზე” ზურიკოს სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროა.
Post Views: 1,447