ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დუბლი გაიფორმა და ანალიტიკური გამოცემა Sofascore-სგან უმაღლესი, 10 ქულა დაიმსახურა.
კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონატი საშუალო 7.46 ქულით დაასრულა, რაც მაღალი მაჩვენებელია და მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
ხვიჩას საშუალო მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ძალიან კარგი, 10-დან 7.63 ქულაა.
კვარაცხელიას პსჟ-ს რიგებში ორი უნმიშვნელოვანესი საფინალო მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ერთი საფრანგეთის თასის ფინალი, ხოლო მეორე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
Post Views: 358