“ამ კომპონენტში კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია” – რას ამბობს რამაზ სვანაძე ხვიჩას შესახებ ?

“ამ კომპონენტში კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია” – რას ამბობს რამაზ სვანაძე ხვიჩას შესახებ ?

საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი რამაზ სვანაძე გადაცემაში “სპორტი იმედზერ” სტუმარი იყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა :

“ხვიჩა „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა. ის რომ დიდი ფეხბურთელი და ტოპ-ვარსკვლავი იყო, აქამდეც ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ ჩემთვის ძალიან თვალშისაცემი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გახდა მრავალმხრივი მოთამაშე, განსაკუთრებით კი დაცვით ფაზაში. მე პირადად მსოფლიოში არ მახსენდება არც ერთი ვინგერი, რომელიც თავდაცვითი ოპერაციების დროს ისე თამაშობდეს, როგორც ამას კვარა აკეთებს.

ვფიქრობ, მისი პროგრესი მთლიანად მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ახსენა ასეთი რამ, რომ ლუის ენრიკემ გასაგებად უთხრა, რომ „სენ-ჟერმენში“ ჰყავს ძალიან ბევრი მაღალი კლასის შემტევები, მაგრამ დაცვით ფაზაში რომ მის დავალებებს ასრულებდნენ, ასეთები თითზე ჩამოსათვლელი არიან. კვარამ კი გუნდს სწორედ ეს შესძინა და მართლაც საუკეთესოდ გამოიყურება.” – ამბობს სვანაძე

Leave a Comment