კანში ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს

კანში ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც „პარი სენ-ჟერმენისა“ და „სენტ-ეტიენის“ მოთამაშეები კანში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

Geo Team-ის ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია ყველაფერი: ძვირფასეულობა, ჩანთები, საათები. როგორც გაირკვა, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

Leave a Comment