ძმების, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების სტატუსს 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
ტელეწამყვანმა პოსტში განაცხადა, რომ მადლობელი იქნებიან ყველასი, ვინც ამ გზით ივლის.
ჟორჟოლიანის პასუხს „ჭოხოები“ ეხმაურებიან და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებენ:
„ჭოხოების პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს:
პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს!ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.ადამიანი, რომელმაც რამოდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა. თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე!ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ!კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!“, – ვკითხულობთ ტექსტში.
ცნობისთვის, შემთხვევა 12 ივნისს, თსუ-ის მეორე კორპუსის ეზოში მიმდინარე კონცერტის დროს მოხდა.
ამავე დროს მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელიც მოქალაქეებმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად გამართეს.
სცენაზე მყოფ მომღერლებს მოქალაქეებმა მიმართეს ფრაზებით: „ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით“.