აჭარაში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევას დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება.
სამძიმრის წერილს და დაღუპული დედა-შვილის კადრებს „ფეისბუკში“ ნინი ახალაია ავრცელებს:
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
„ლამის გული გამისკდეს ისე ცუდად ვარ. ეს რა საზარელი ამბავი გავიგე, ჩემო ლამაზო გვანცა. თვალწინ ჩაიარა ჩვენმა ბავშვობამ.
ვერ ვიჯერებ, ვერა.
წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.
როგორი დაუნდობელია ცხოვრება. რა ანგელოზები ხართ როგორ მენანებით. სიტყვები უძლურია თქვენი მშობლების სანუგეშებლად.
უფალმა გაანათლოს თქვენი ლამაზი სული. ჩემო გვანცა და თვალხატულა სესო“, – წერს სოციალურ ქსელში ნინი ახალაია.
Post Views: 1,128