კოღოს ნაკბენით გადადის – ჩინეთში ახალი ვირუსის აფეთქებაა

კოღოს ნაკბენით გადადის – ჩინეთში ახალი ვირუსის აფეთქებაა

ჩინეთში ახალი, „ჩიკუნგუნიას“ ვირუსის აფეთქებაა. ვირუსის გამო, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის და სწრაფად ვრცელდება, ჩინეთში მასობრივი შეზღუდვებია ამოქმედებული, ინფიცირების შესაჩერებლად შემუშავებულია ეროვნული დონის პროტოკოლები, იწამლება ხალხმრავალი ქუჩები.


მსოფლიო მედია „ჩიკუნგუნიას“ ამ აფეთქებას ახალ „კორონავირუსს“ უწოდებს, წერენ, რომ ის ინდოეთის ოკეანის სანაპიროებიდან შემოვიდა, სადაც 50 000-ზე მეტ ადამიანს ინფექცია უკვე დაუდგინდა.


სიმპტომები რამდენიმე დღის შემდეგ იჩენს თავს – ტემპერატურა 40°C-მდე, კუნთებისა და სახსრების მწვავე ტკივილი, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს, თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა და გამონაყარი კანზე.
„ჩიკუნგუნიას“ გამო ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთში მოგზაურობის მსურველებს საგანგებოდ აფრთხილებს ან თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ან დაიცვან საგანგებო ზომები – გამოიყენონ ყველა საშუალება მწერების წინააღმდეგ, რათა არ დაინფიცირდნენ.


„ჩიკუნგუნიას“ ვირუსი პირველად აფრიკაში 1950-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს

Leave a Comment