“შოკირებული ვარ მომხდარით, ბავშვები შეესწრნენ ამ ამბავს” – რას ჰყვება თბილისში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობელი?

“შოკირებული ვარ მომხდარით, ბავშვები შეესწრნენ ამ ამბავს” – რას ჰყვება თბილისში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობელი?

ფემიციდის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი თბილისში, ზემო ფონიჭალაში მოხდა. 37 წლის მამაკაცმა 34 წლის ცოლს ბლაგვი საგნით არაერთი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი სამწუხაროდ ადგილზე გარდაიცვალა, დამნაშავე კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციელებმა ბრალდებული მალევე დააკავეს.უწყებამ მომხდარის დეტალებზე ინფორმაცია უკვე გაავრცელა.

როგორც ირკვევა ამ შემზარავ ფაქტს მცირეწლოვანი შვილები შეესწრნენ. მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ნიკოლოზ ქრისტესაშვილია.

“შოკირებული ვარ მომხდარით. ალინას დიდი ხანია პირადად ვიცნობ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სიფრიფანა, ძალიან კარგი, საყვარელი, საოცრად მოწესრიგებული, ყურადღებიანი, თბილი გოგო და არაჩვეულებრივი დედა იყო. ორ პატარას ზრდიდა და თან ჰყვებოდა თავის შვილებს,ზრუნვას არ აკლებდა. ძალიან პატარები არიან მისი შვილები, ბაღში დაჰყავდა როგორც ვიცი. გავიგე, რომ ბავშვები შეესწრნენ ამ ამბავს და წარმომიდგენია მათი მდგომარეობა როგორი იქნება”, – ამბობს მისი ახლობელი. განაგრძეთ კითხვა>>>

Leave a Comment