ბუდუ ზივზივაძე, ბუნდესლიგაში, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დარჩება მაყურებლის როლში – დორტმუნდის ბორუსიასთან 2:0 წაგებულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო. ჰაიდენჰაიმის თავდამსხმელი ბუნდესლიგის სამი მატჩის გამოტოვებით დაისაჯა (უხეში თამაში). ამის შესახებ გერმანიის სპორტულმა სასამართლომ დღეს გამოიტანა დასკვნა.
შესაბამისად, ზივზივაძე დიკვალიფიცირებულთა სიაშია ჰამბურგის, აუგსბურგისა და შტუტგარტის წინააღმდეგ მატჩებისთვის. ამის შემდეგ, სეზონის შემდეგი სანაკრებო შესვენება დაიწყება. ქართველი მოთამაშე მოედანზე 18 ოქტომბერს, ვერდერის წინააღმდეგ დაბრუნდება.
Post Views: 2,503