ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ქეთი ეგიდუნაშვილისა და უჩას შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ერთ რამეს ვერ ვიგებ: დიდი ხანია მხვდება ამ წყვილის ფოტო-ვიდეო და კომენტარების 80% ნეგატიური.
ოღონდ ეს არაა კრიტიკა, ესაა უკანასკნელი სიტყვებით ლანძღვა, წყევლა, გინება და აღარ ვიცი კიდევ!
აი, რას იღებთ ამით? თვითშეფასებას იმაღლებთ? ლუზერი ცხოვრება ეგრე ლუზერულად აღარ გეჩვენებათ და გიხარიათ, რომ დედამიწის ზურგზე თუნდაც 1 ან 2 ვიღაცაზე “მაღლა დგახართ”? ჩა*მულ ეგოს იფხანთ?
ვინც არ მომწონს – ასი წელი არ ვუყურებ, მით უმეტეს, რომ ყოველ დღე შევდიოდე ვიღაცის გვერდზე და ათასგვარ ბოღმას და ნეგატივს ვაფრქვევდე.
მით უმეტეს, როცა ხედავთ ხომ ნათლად, რომ მთლად ყველაფერი რიგზე ვერ აქვთ? და ისინიც ხომ კითხულობენ ამ ყველაფერს? რამ გაგამწარათ? 🤦🏻♂️
თან იმდენად დიდი მასაა, რომ ამ მასის იმედი გვაქვს ან ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ან არჩევნების, ან რამე პროგრესის კუთხით?
ვაჰ, ძაალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნის ბედი, ორი, ათი და ასი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს რანაირად მოვიყვანთ?)))” – წერს შეროზია სოციალურ ქსელში.