ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ რომ ზურაბ შამუგია გარდაიცვალა.
“ზურა, რატომ! რატომ?!
წავიდა და ასე მგონია ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი მას გაჰყვა…
დატოვა სიცარიელე და ტკივილი…
ძალიან ძალიან მიყვარდა და მიმაჩნდა, რომ ვისაც კი ვიცნობდი ღმერთმა ყველაზე მეტად სწორედ ის დააჯილდოვა მუსიკის არანორმალური ნიჭით…
ცხოვრების ყველაზე დიდი დრო გერმანიაში გაატარა, ამიტომ ჩემი კოლეგების ახალმა თაობამ შეიძლება ნაკლებად გაიაზროს თუ რა დიდებული ვიოლონჩელისტი და რა საინტერესო ადამიანი დაკარგა საქართველომ!..
ვახ… არ მინდა დავიჯერო, რომ ვეღარ ვნახავ…
ძალიან არ მინდა ამის გააზრება…
ვუსამძიმრებ ჩემ მეგობრებს ნინო და ნიკა შამუგიებს, მათ ოჯახებს, ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრს და ზურიკოს სამეგობროს, რომლის შემადგენლობაში ვარ ჩემი ცხოვრების ბოლო 25 წელი…” – წერს ნიკოლოზ რაჭველი და ფოტოს აქვეყნებს.
