“მთელი სვანეთი ტირის მზეოს და ლევანს… 4 ვაჟკაცს ზრდიდნენ… ტრაგედია საღამოს საათებში მოხდა, მანქანა მდინარეში გადავარდა” – რას ჰყვებიან მესტიაში

“მთელი სვანეთი ტირის მზეოს და ლევანს… 4 ვაჟკაცს ზრდიდნენ… ტრაგედია საღამოს საათებში მოხდა, მანქანა მდინარეში გადავარდა” – რას ჰყვებიან მესტიაში

წუ­ხელ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, გზი­დან მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მზეო უმფრი­ა­ნი და ლე­ვა­ნი ან­სი­ა­ნი. წყვილს ოთხი შვი­ლი დარ­ჩათ.

“და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, რა­ტომ ასე­თი მწა­რე ბე­დის­წე­რა? ოთხი პა­ტა­რა ბავ­შვი და­ობ­ლდა, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 3 წლი­საა. ტი­რის მთე­ლი მეს­ტია. წყალ­ში იყ­ვნენ გა­და­ვარ­დნი­ლი, ლე­ვა­ნი წუ­ხელ­ვე ამო­იყ­ვა­ნეს და მზეო ახ­ლა­ხან იპო­ვეს, ამო­იყ­ვა­ნეს ენ­გუ­რი­დან ” – ამ­ბო­ბენ და­ღუ­პუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

ფაქ­ტმა შეძ­რა მთე­ლი მეს­ტია. ყვე­ლა გა­ნიც­დის მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სავ­სეა ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სე­ბით და ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან წყვილს, რო­მე­ლიც ყვე­ლას უყ­ვარ­და.

“ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ლე­ვა­ნი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მისი მე­უღ­ლე მზეო უმფრი­ა­ნი, ჭუ­ბე­რის ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ის ექთა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გე­ბი, ყვე­ლა გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და ეს დიდი უბე­დუ­რე­ბა. 4 შვილს ზრდიდ­ნენ. 4 ვაჟ­კა­ცი ჰყავთ, ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სამი წლის არის. მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნი სო­ფელ ჭუ­ბე­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და უბე­დუ­რე­ბა, მან­ქა­ნა მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და, მდი­ნა­რე ნენ­სკრი­სა და ენ­გუ­რის შე­სარ­თავ­თან. წყალ­ში იყ­ვნენ გა­და­ვარ­დნი­ლე­ბი, ლე­ვა­ნი წუ­ხელ­ვე ამო­იყ­ვა­ნეს, მზეო ახ­ლა­ხან იპო­ვეს, ამო­იყ­ვა­ნეს ენ­გუ­რი­დან. სა­ნუ­გე­შე­ბე­ლი სი­ტყვე­ბიც ძნე­ლია ამ დროს მო­ძებ­ნო ადა­მი­ან­მა. თა­ნა­ვუგ­რძნობ მათ ოჯახს და სრუ­ლი­ად მეს­ტი­ას” – ამ­ბობს ჩვენ­თან ად­გი­ლობ­რი­ვი.

“ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლია. ძა­ლი­ან მი­ჭირს მას­ზე წარ­სულ­ში ლა­პა­რა­კი. ლე­ვა­ნი და მისი მე­უღ­ლე მზეო უმფრი­ა­ნი, დღეს მთე­ლი სვა­ნე­თის ტკი­ვი­ლია. მთე­ლი ბავ­შვო­ბა ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით, ერთი სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ. ლე­ვა­ნი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო, ყვე­ლას უყ­ვარ­და და ყვე­ლა უყ­ვარ­და. მი­ჭირს და ძა­ლი­ან მტკი­ვა მათი ასე ტრა­გი­კუ­ლად და­ღუპ­ვა.

მთე­ლი ჩვე­ნი კლა­სის სა­ხე­ლით და ჩემი სა­ხე­ლით სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ მის საყ­ვა­რელ მშობ­ლებს, ოთარ ამ­სი­ანს და ლალი ჩხვი­მი­ანს, ლე­ვა­ნის და ძმას, მათ შვი­ლებს. ილია, მათე, ოთო, მოსე, ოთხი ვაჟი და­ტო­ვეს. არა­და რომ არა ეს მწა­რე ბე­დის­წე­რა, ბედ­ნი­ე­რად უნდა ეცხოვ­რათ. სა­ო­ცა­რი მშობ­ლე­ბი და სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. მზეო სო­ფელ ეცე­რი­დან არის. ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლია, დღეს ყვე­ლა ჭი­რი­სუ­ფა­ლია და ყვე­ლას­თვის მძი­მეა ამ რე­ა­ლო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა” – გვი­თხრა ლე­ვა­ნის თა­ნაკ­ლა­სელ­მა ირა ნარ­სა­ვი­ძემ.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

წყარო : Ambebi.ge

Leave a Comment