კადრები ტრაგედიის ადგილიდან, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მანქანით მდინარეში გადავარდნენ და დაიღუპნენ

კადრები ტრაგედიის ადგილიდან, სადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მანქანით მდინარეში გადავარდნენ და დაიღუპნენ

წუ­ხელ მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭუ­ბერ­ში მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ავ­ტო­ა­ვა­რი­ას ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმრის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც ისი­ნი გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, გზი­დან მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან მზეო უმფრი­ა­ნი და ლე­ვა­ნი ან­სი­ა­ნი. წყვილს ოთხი შვი­ლი დარ­ჩათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვიდეო: “ფორმულა”

Leave a Comment