ანნა სულაბერიძემ ნაადრევად გარდაცვლილი დეიდის საფლავზე ყვავილები დარგო. 14 წელი ქერდიყოშვილების ოჯახის ტრაგედიიდან – “ჩვენი ყველაზე ძლიერი ტკივილი… ჩემი დაიკო ანეტა”

ანნა სულაბერიძემ ნაადრევად გარდაცვლილი დეიდის საფლავზე ყვავილები დარგო. 14 წელი ქერდიყოშვილების ოჯახის ტრაგედიიდან – “ჩვენი ყველაზე ძლიერი ტკივილი… ჩემი დაიკო ანეტა”

ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ მისი დის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა.

როგორც ყოველ წელს, ამჯერადაც მთელი ოჯახი შეიკრიბა დაღუპული გოგონას საფლავთან და პატარა ანა სულაბერიძემ ყვავილებიც ჩარგო დეიდის საფლავზე.

პატარა ანეტა ტრაგიკულად სწორედ იმ დღეებში გარდაიცვალა, როდესაც ჯანეტ ქერდიყოშვილი “მის საქართველო” გახდა. წლების წინ ინტერვიუში ამ ფაქტს ასე იხსენებდა მოდელი:

“კონკურსში გამარჯვებიდან მესამე დღეს ჩემს ოჯახს ჟურნალისტების მთელი არმია შემოესია. გაიგეს, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი და კომენტარს გვთხოვდნენ ამ თემასთან დაკავშირებით… ჩემს პატარა დას ვაფრთხილებდით, – ფანჯარასთან არ მიხვიდე, კარი არავის გაუღო-თქო. მესამე დღეს მე და დედა ქალაქში გავედით, ანეტასთან კი ჩემი ძმა დარჩა. თურმე ის მაღაზიაში, ტკბილეულის საყიდლად ჩასულა, ამ დროს კარზე ვიღაცას ზარი დაურეკავს და ანეტას ფანჯარაში გადაუხედავს, რომ ძმისთვის დაეძახა, მაგრამ როგორ ჩანს, წონასწორობა დაკარგა და გადმოვარდა.

ნახეთ ვიდეო.

Leave a Comment