ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი, Victoria Secret-ის შოუზე მეორეჯერ გამოვიდა.
Victoria’s Secret-ის დაბრუნება არა მხოლოდ მოდის მოყვარულთათვის, არამედ ბრენდის ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ცდილობს კვლავ დაიბრუნოს თავისი ადგილი, როგორც თავდაჯერებულობისა და ქალურობის სიმბოლო, და დაამტკიცოს, რომ თუნდაც წლების შემდეგ, მისი ანგელოზები კვლავ მზად არიან მსოფლიოს პოდიუმი დაიპყრონ.
Corestone Model&Talent-ის მფლობელის გაბრიელა პიერანტონის განცხადებით, Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე მოდელებს შეუძლიათ 500-დან 2500-დოლარამდე გამოიმუშაონ. ინფორმაციას marca.com ავრცელებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერმოდელების შემთხვევაში, ანაზღაურება ბევრად მეტს შეადგენს. მაგალითისთვის, სუპერმოდელების ანაზღაურება თითო ჩვენებისთვის 20 ათასი დოლარიდან იწყება.
დიდი ალბათობით მატილდა როგორც დამწყებმა, რომელმაც მეორე ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა 800-დან 1200 დოლარამდე გამოიმუშავებდა.