საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად ლორიენს ეთამაშა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში პარიზელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დეზირე დუემ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია.
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდი შანსია ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდეს და გუნდის ერთ-ერთ ვარსკვლავს დიდი პერიოდი გაუცდეს.
თავად დუემ ტრავმის მომენტში ცრემლები ვერ შეიკავა და ძლიერ ტკივილს განიცდიდა.
Post Views: 638





