ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ინგლისურ ტოტენჰემს დაუპირისპირდა და მეტოქე 5:3 დაამარცხა.
ქართველი ფეხბურთელი პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო და ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
სტატისტიკური გამოცემის Sofacore-ს მიხედვით კვარაცხელიამ 10-დან 7.4 ქულა დაიმსახურა.
საუკეთესო შეფასება ვიტინიას ჰქონდა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა 3 გოლი გაიტანა და უმაღლესი, 10 ქულაც მიიღო.
ტოტენჰემის რიგებიდან კოლო მუანი გამოირჩა 9.8 ქულით.
Post Views: 930





