Pantone-მა 2026 წლის ფერი დაასახელა

Pantone-მა 2026 წლის ფერი დაასახელა

ამერიკულმა კომპანია Pantone-მა 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა. 

დაარსებიდან, 1999 წლიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Pantone-მა წლის მთავარ ფერად თეთრი ტონალობა შეარჩია.

„PANTONE  Cloud Dancer“ – ეს არის ნეიტრალური თეთრი ფერი, რომელსაც მოაქვს სიმშვიდე და სისუფთავე ხმაურიან სამყაროში“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. ფერის შესარჩევად ტენდენციების პროგნოზიორები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, იკვლევენ მოდისა და დიზაინის სფეროს. წელიწადში ორჯერ კი, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების საიდუმლო შეხვედრა იმართება, სადაც, ორდღიანი დებატების შემდეგ, მომდევნო წლის ფერს ავლენენ.

1963 წელს Pantone-მა ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მათ შორის, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინსა და მოდაში.

Leave a Comment