ტრაგედია ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ოჯახში

გოგა მანიას წინასწარმეტყველბა ახდა – კიდევ რომელი ცნობილი ქართველი გარდაიცვალა ახლახანს ?

23 დეკემბერს თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი გარდაიცვალა. სასულიერო პირის გარდაცვალება ეზოტერიკოსმა, მეტაფიზიკოსმა გოგა მანიამ იწინასწარმეტყველა. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, 20 დეკემბერს თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი მელიქიძე გარდაიცვალა, გოგა მანიამ ამის შემდეგ დაწერა რომ კიდევ ორი სასულიერო პირი გარდაიცვლებოდა:

„მეტად გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი.  ძალიან დამწყდა გული. 20.12.2025 წლის ჩანაწერი! კიდევ 2 სასულიერო პირის გარდაცვალებას გავიგებთ უახლოეს მომავალში“, – წერდა გოგა მანია 20 დეკემბერს. სასულიერო პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი დღეს, 24 დეკემბერს გახდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში „საპატრიარქოს უწყებანმა“ გაავრცელა: „ამა წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი. დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება შაბათს, 27 დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გაბრიელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Leave a Comment