მომღერალი სოფო ბედია სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც მის მიერ შესრულებულ „პრისიონერაზე“ და საზოგადოების რეაქციაზე ისაუბრა.
როგორც სოფომ აღნიშნა, ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის კომენტარი მის შესრულებაზე ნახა თუმცა პასუხის გაცემას არ აპირებს.
„რამდენიმე დღის წინ მქონდა დაბადების დღე, სადაც მეგობარმა მაჩუქა სიმბოლურად ქოლგა ხუმრობით. მიშამ კი წამის მეასედებში დადგა ნომერი, როცა „პრისიონერას“ მეგობრების თხოვნით ვასრულებდი. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ნომერს. თავიდანვე, ჩაწერისთანავე იგრძნობოდა.
მაგრამ ვთვლი რომ კარგი გამოვიდა. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ვინც გაატრენდა ჩემი ნომერი, განსაკუთრებით გაბრიელა სპანიკს. კომენტარებს ზოგადად აღარ ვკითხულობ და გაწონასწორებული გავხდი ამის გამო. მიშა „ღადაობს“ კომენტარებზე და მეც მასთან ერთად“, – ამბობს სოფო.
– ნეკა დოროყაშვილმა გააკეთა შენ სიმღერაზე კომენტარი, თუ ნახე და რა პასუხს გასცემდი?
სოფო ბედია: არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს.
ცნობისთვის, ნეკა დოროყაშვილმა პოდკასტში „სარკასტიკა“ სოფო ბედიას მიერ შესრულებული „პრისიონერა“ შეაფასა შემდეგნაირად: „რა ქნას ექაა“.





