სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთან კვების პროდუქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთან კვების პროდუქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და ბავ­შვთან კვე­ბის პრო­დუქტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას აფრ­თხი­ლებს. სა­უ­ბა­რია BABYBIO OPTIMA-ზე. სეს-ის ცნო­ბით, მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბაზ­რი­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ეწ­ვია ჩვი­ლის ფორ­მუ­ლის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარ­ტია, რომ­ლი­დან მხო­ლოდ 2 არის შე­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

“სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში შე­მო­ვი­და Vitagermine-ს ბრენ­დის “ბე­ი­ბი­ბი­ოს“ ჩვილ ბავ­შვთა ფორ­მუ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი იმ­პორ­ტი­ო­რი Naturland-ის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ტოქ­სინ Cereulide-ის გა­მოვ­ლე­ნის შე­საძ­ლო რის­კის გამო, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ბაზ­რე­ბი­დან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ე­ბის გა­მო­თხო­ვის თა­ო­ბა­ზე. მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ბაზ­რი­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით გა­ეწ­ვია ჩვი­ლის ფორ­მუ­ლის – BABYBIO OPTIMA 1-ის სამი პარ­ტია, რომ­ლი­დან მხო­ლოდ 2 არის შე­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე:

  • • BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარ­ტია 894408, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 09/07/2027;
  • • BABYBIO OPTIMA 1 – 800გ, EAN 3288131580319, პარ­ტია 900035, ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 12/08/2027.

იმ­პორ­ტი­ორ­მა კომ­პა­ნი­ამ გა­მო­თხო­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ქსე­ლებს სს „გეფა“, შპს „პსპ-ფარ­მა“, შპს „ავერ­სი-ფარ­მა“, რო­მელ­შიც იყი­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შვთა კვე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ე­ბის გა­ყიდ­ვა შე­ჩე­რე­ბუ­ლია, სა­წყობ­ში არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბი დათ­ვლი­ლი და აღ­წე­რი­ლია, მათ გა­მო­თხო­ვას კი სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რე­ბი გა­უ­წე­ვენ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რე­ბელს, თუ უკვე შე­ძე­ნი­ლი აქვთ ბავ­შვთა კვე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ე­ბი, არ გა­მო­ი­ყე­ნონ” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

Leave a Comment