ცნობილმა ქართველმა ინფლუენსერმა და „ტიკტოკერმა“ ნათია წიქარიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამომწერის შეკითხვას პასუხობს მეუღლესთან დაშორების შესახებ.
მან საზოგადოებას აცნობა, რომ ის და მისი ქმარი, ასევე ინფლუენსერი ირაკლი სტურუა დაშორდნენ. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება საერთო და გააზრებულია და არ წარმოადგენს იმპულსურ ნაბიჯს.
„ბევრი სიხარული და ბევრი მწუხარებაც გვქონდა ცხოვრების გზაზე ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ ერთად და ამიტომ მგონია სწორი, რომ სიმართლე თავად ჩემგან გაიგოთ. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ დროა. მე და ირაკლი საერთო გადაწყვეტილებით ერთმანეთს დავშორდით. ეს არ არის ერთ დღეში გადადგმული ნაბიჯი, ან იმპუსლური გადაწყვეტილება.
ეს არის დიდი ხანის განმავლობაში დაგროვებული განცდების, სიჩუმის და გააზრების შედეგი. რთული, მაგრამ ორივეს მხრიდან გააზრებული გადაწყვეტილებაა. მე არ ვაპირებ დეტალებზე საჯაროდ საუბარს. არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ განსაკუთრებით მაშინ, როცა სამი შვილი გვყავს. ჩვენ ვრჩებით ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მშობლად და მეგობრებად,“ – წერს ნათია ცისკარიძე.
ცნობისთვის, წყვილს სამი შვილი ჰყავს – ნიცა, დანიელი და სანი.





